CARGO2GEORGIA - USA2GEORGIA-ს სატვირტო გადაზიდვების ბრენდია. USA2GEORGIA IATA-ს წევრი კომპანია, რომელიც გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ლოგისტიკის სერვისი მოიცავს ტვირთის მიწოდებას მითითებული მისამართიდან, ტვირთის შეჯგუფებას, რთულად გადასაზიდი ტვირთის ტრანსპორტირებას და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამოგზავნას, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით.
USA2GEORGIA 2008 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია წარმატებით ახორციელებს გადაზიდვებს ასეული ათასი მომხმარებლისთვის. USA2GEORGIA-ს გუნდის მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტებია: LOCKER.GE, TURKEY2GEORGIA, CHINA2GEORGIA ხოლო ამჟამად გადაზიდული ტვირთების ოდენობა 8 მილიონ ერთეულს აღწევს.
ჩვენი სტრატეგია ეფუძნება ინოვაციურ მიდგომას ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში. ვისწრაფვით, ვიყოთ ბაზრის ლიდერი, სრულყოფილი გადაზიდვების მომსახურების საშუალებით. ჩვენი მიზანია, დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ოპტიმიზირებული პროცესები, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების უსაფრთხო, სწრაფი და ხარისხიანი ტრანსპორტირება ნებისმიერი მიმართულებით.